შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა 32 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა 32 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა გარემარბმა ტომი სიმურმა 32 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ, "გლაზგო უორიორსის" მორაგბემ სოციალურ ქსელში დაპოსტა. 

მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო და რაგბის თამაში ძალიან მოენატრება, თუმცა ახალი ცხოვრების დასაწყებად სწორი დროა.

სიმურმა 2013-2019 წლებში შოტლანდიის ნაკრების კვართით 55 შეხვედრა ჩაატარა და 20 ლელოს გატანა მოახერხა. მან 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე მიიღო მონაწილეობა და სანაკრებო კარიერა, სწორედ 2019 წლის პლანეტის პირველობის შემდეგ დაასრულა. ტომიმ 2017 წლის ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალზელანდიურ ტურნეშიც მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ სიმურს ახალგაზრდულ დონეზე ირლანდიის ნაკრებში უთამაშია და 2007 წელს 19-წლამდელთა მსოფლიო თასზე ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას იცავდა.

მან საკლუბო კარიერა ირლანდიურ "ალსტერში" დაიწყო და მაშინდელ პრო 12-ში ერთი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც "გლაზგო უორიორსს" შეუერთდა, სადაც 10 სეზონია ასპარეზობს და 150 მატჩში 48 ლელო მიითვალა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"