ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გიორგი ცუცქირიძე ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გიორგი ცუცქირიძე ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება

© Jeremie Fulleringer

პრო დ2-ის 28-ე ტურის დასკვნით მატჩში "ბიარიცი" საკუთარ მოედანზე "ორიაკს" დაუხვდება.

აღნიშნულ მატჩში შვიდი ქართველი მორაგბე ითამაშებს. "ბიარიცის" ძირითად შემადგენლობაში არიან მარჯვენა ბურჯი ლუკა აზარიაშვილი და მარბიელი თორნიკე ჯალაღონია, ხოლო მარცხენა ბურჯი უშანგი ჭეიშვილი მარქაფაშია. ორიაკელთა სასტარტო თხუთმეტეულში იქნებიან მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი და მარბიელი გიორგი ცუცქირიძე, მარქაფიდან კი კვაჭი ლუკა ნიორაძე და მეორეხაზელი გიორგი ჯავახია შევლენ.

აღსანიშნავია, რომ ცუცქირიძე "ორიაკის" ძირითად შემადგენლობაში 2020 წლის 28 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშებს. ცუცქირიძე 13-თვიანი პაუზის შემდეგ "ორიაკს" 9 აპრილს "ნევერთან" მატჩში დაუბრუნდა და ითამაშა გასულ ტურშიც "ანგულემთან" მოგებულ შეხვედრაში, თუმცა ორივე შემთხვევაში თამაში მარქაფიდან დაიწყო, ამჯერად კი სასტარტო თხუთმეტეულში იქნება. 

შეგახსენებთ, რომ ცუცქირიძემ აგვისტოში კლუბის ერთ-ერთ ვარჯიშზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, კლერმონში ოპერაცია ჩაუტარდა და ცხრა თვე გამოტოვა.

მატჩი 23 თებერვალს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ანგულემი პრო დ2-დან გავარდა, ორიაკმა დრამატულად იმარჯვა და დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა
იტალიის ნაცვლად, კუნძულელები? - ოლ ბლექსის მოწინააღმდეგე, შესაძლოა, შეიცვალოს
უორენ გეთლენდი: "ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო"
დიდი 10 | დისციპლინისა და ხარისხის ამაღლების მიზნით რეგულაციები გამკაცრდება