ლეგენდა შინ ბრუნდება - დავით ზირაქაშვილი ჯონო გიბსის სამწვრთნელო შტაბში იქნება

ლეგენდა შინ ბრუნდება - დავით ზირაქაშვილი ჯონო გიბსის სამწვრთნელო შტაბში იქნება

© Richard BRUNEL

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალზელანდიელი მწვრთნელი ჯონი გიბსი სეზონის დასრულების შემდეგ "ლა როშელის" სარაგბო დირექტორის თანამდებობას დატოვებს და "კლერმონს" შეუერთდება, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანკ აზემას შეცვლის, რომელმაც "ვულკანებიდან" ივნისში წასვლის შესახებ რამდენიმე თვის წინ დაანონსა. გიბსმა "კლერმონთან" სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც ცნობილია, ჯონო გიბსი "კლერმონში" მარტო არ მივა და "ლა როშელიდან" სამწვრთნელო შტაბში რამდენიმე წევრს წაიყვანს. ცნობილი ფრანგული გამოცემა Lamontagne.Fr წერს, რომ "კლერმონის" სამწვრთნელო შტაბში იქნებიან ხავიერ სადურნი (უკანა ხაზის მწვრთნელი) და დავით ზირაქაშვილი, რომელიც "ვულკანების" ლეგენდაა და კლერმონ-ფერანში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, დავით ზირაქაშვილი, რომელიც გასულ ზაფხულს სწორედ ჯონო გიბსმა მიიწვია "ლა როშელის" შერკინების კონსულტანტად, სეზონის დასრულების შემდეგ "ლა როშელის" დატოვებას გეგმავს, იმავე პოზიციას "კლერმონში" დაიკავებს და შინ ახალი როლით დაბრუნდება.

ჯერჯერობით უცნობია, დარჩებიან თუ არა "კლერმონში" ბერნარ გუტა (მორკინალების მწვრთნელი) და დიდიე ბესი (შერკინების სტატისკის მწვრთნელი), რომლებსაც "ვულკანებთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებთ. როგორც იცით, ბესი 2013-2015 წლებში საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო, ხოლო "კლერმონში" 2015 წლიდან მუშაობს. 

დავით ზირაქაშვილი "კლერმონში" 2004-2020 წლებში თამაშობდა და ის გულშემატკივრებმა "ვულკანების" ყველა დროის საუკეთესო გუნდში შეიყვანეს. "ზირაქა" ამ დროის განმავლობაში ორჯერ-ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ჩელენჯ თასის გამარჯვებული. გარდა ამისა, "კლერმონი" სამჯერ (2013, 2015, 2017) ჩემპიონთა თასის ფინალში, ხოლო ხუთჯერ (2007, 2008, 2009, 2015, 2019) ტოპ 14-ის ფინალში დამარცხდა. საბოლოო ჯამში, დათომ "ვულკანების" რიგებში 337 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 18 ლელო გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ანგულემი პრო დ2-დან გავარდა, ორიაკმა დრამატულად იმარჯვა და დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა
იტალიის ნაცვლად, კუნძულელები? - ოლ ბლექსის მოწინააღმდეგე, შესაძლოა, შეიცვალოს
უორენ გეთლენდი: "ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო"
დიდი 10 | დისციპლინისა და ხარისხის ამაღლების მიზნით რეგულაციები გამკაცრდება