ჟორჟ სალდაძემ ბეზიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჟორჟ სალდაძემ ბეზიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

© Icon Sport

ჟორჟ სალდაძემ "ბეზიესთან" ხელშეკრულება ორი წლით გაახანგრძლივა და ოქსიტანიელთა ღირსებას 2023 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები Midilibre და Allrugby ავრცელებენ.

სალდაძეს "ბეზიესთან" მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურებოდა და თავისუფალი აგენტი ხდებოდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ქართველის თამაშით კმაყოფილია და მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რასაც ქართველი მარცხენა ბურჯი დათანხმდა.

26 წლის პირველხაზელი "ბეზიეში" 2019 წელს ქუთაისის "აიადან" გადავიდა და 15 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა. ჟორჟმა წლევანდელ პრო დ2-ში 9 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"