ფრანგული პრესა: იოანე იაშაღაშვილი კარიერას პრო დ2-ის კლუბში განაგრძობს

ფრანგული პრესა: იოანე იაშაღაშვილი კარიერას პრო დ2-ის კლუბში განაგრძობს

© Icon Sport

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მორაგბე იოანე იაშაღაშვილი მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს შეიცვლის - აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული ვებგვერდები lindependant.Fr და Allrugby.Com ავრცელებენ. 

lindependant-ის ცნობით, იაშაღაშვილი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიონს" დატოვებს, თუმცა დროებით. ქართველი მესამეხაზელი, რომელსაც 21 წელი ხვალ შეუსრულდება, ერთწლიანი იჯარით "კარკასონში" გადავა, რათა პრო დ2-ში მისთვის აუცილებელი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს, ხოლო სატრანსფერო უფლებები კვლავ "ბაიონის" ხელში იქნება, რომელიც როგორც ჩანს სამომავლოდ ქართველ მორაგბეზე დიდ იმედებს ამყარებს.

იაშაღაშვილი "ბაიონში" გასულ სეზონში "არმაზიდან" ჩაირიცხა და ბასკების ძირითად გუნდში დებიუტი 2019 წლის ნოემბერში ჰქონდა. მან ჩელენჯ თასზე სამი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ტოპ 14-ში ჯერჯერობით არ უთამაშია. იოანემ 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო. მან აღნიშნულ ტურნირზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და არაერთმა უცხოურმა გამოცემამ დაწერა, რომ ახალგაზრდა ქართველ მესამეხაზელს დიდი მომავალი ექნება. 

რაც შეეხება "კარკასონს", ეს კლუბი პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მერვე ადგილს იკავებს და პლეი-ოფის საგზურისთვის ვეღარ იბრძოლებს, თუმცა გავარდნაც არ ემუქრება და გაისად გარანტირებულად იქნება საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში. ამ კლუბის ესპუარებში ირიცხებიან პირველხაზელები: 19 წლის ნუგზარ სომხიშვილი, რომელსაც უკვე ჰქონდა ძირითად გუნდში დებიუტი და პრო დ2-ში ხუთი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, და 20 წლის ნიკოლოზ ნარმანია, რომელსაც ძირითად გუნდში ჯერ არ უთამაშია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"