ალან უინ ჯონსი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს - ლეგენდამ ახალი კონტრაქტი გააფორმა

ალან უინ ჯონსი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს - ლეგენდამ ახალი კონტრაქტი გააფორმა

ლეგენდარული ალან უინ ჯონსი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს. 35 წლის მეორეხაზელმა უელსის რაგბის კავშირთან და "ოსპრისთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯონსი მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო კარიერას განაგრძობს და მსოფლიო რეკორდს, რომელიც მან გასული წლის შემოდგომაზე დაამყარა, კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ჯონსმა შემოდგომაზე 149-ე საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა, რითაც რიჩი მაკქოუს რეკორდი დაამხო და გახდა მორაგბე, რომელსაც სანაკრებო რაგბიში ყველაზე მეტი კეპი აქვს მოხვეჭილი. ამ მომენტისთვის, ჯონსს 157 საერთაშორისო ტესტ-მატჩი აქვს გამართული - 148 კეპი უელსის ნაკრებში აქვს მოხვეჭილი, ხოლო 9 - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებში. მან წლევანდელ 6 ერზე ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო.  

უელსური და მსოფლიო რაგბის ლეგენდა "ოსპრისის" ღირსებას 2005 წლიდან იცავს და 246 მატჩში 24 ლელოს გატანა მოახერხა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ანგულემი პრო დ2-დან გავარდა, ორიაკმა დრამატულად იმარჯვა და დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა
იტალიის ნაცვლად, კუნძულელები? - ოლ ბლექსის მოწინააღმდეგე, შესაძლოა, შეიცვალოს
უორენ გეთლენდი: "ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო"
დიდი 10 | დისციპლინისა და ხარისხის ამაღლების მიზნით რეგულაციები გამკაცრდება