კორონავირუსის შეზღუდვების გამო, პრო 14-ის ცისარტყელას თასი ორად გაიყოფა

კორონავირუსის შეზღუდვების გამო, პრო 14-ის ცისარტყელას თასი ორად გაიყოფა

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების გამო, პრო 14-ის ცისარტყელას თასი დაგეგმილი ფორმატით ვეღარ ჩატარდება.

როგორც იცით, პანდემიის დაწყების შემდეგ სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზები სუპერ რაგბიდან გამოვიდნენ და გინეს პრო 14-ს შეუერთდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე სეზონში აფრიკელთა ჩართვა თავიდან ვერ ხერხდებოდა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრო 14 შეკვეცილი ფორმატით ჩატარებულიყო, ხოლო აპრილის მეორე ნახევარში პრო 14-ის ეგიდით ერთჯერადი "ცისარტყელას თასი" გამართულიყო, რომელშიც სამხრეთაფრიკული გუნდებიც მიიღებდნენ მონაწილეობას.

იქიდან გამომდინარე, რომ სამხრეთ აფრიკაში კვლავ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და მკაცრი შეზღუდვები არსებობს, აფრიკული ფრენჩაიზების ჩრდილოეთში გამგზავრება და ევროპულ გუნდებთან თამაში შეუძლებელი გახდა, რის გამოც ტურნირის თავდაპირველი ფორმატიც შეიცვალა და გათამაშება ორ, ევროპულ და აფრიკულ ნაწილებად გაიყო. 

შესაბამისად, 12 ევროპული გუნდი, რომლებიც პრო 14-ის ტრადიციული ბინადრები არიან, ერთმანეთში ითამაშებენ, ხოლო ახალი წევრები, ოთხი სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზი "შარქსი", "ლაიონსი", "სტორმერსი" და "ბულზი" ცალკე იასპარეზებენ და ერთმანეთთან თამაშით ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნესთვის მოემზადებიან, რომელიც ივლის-აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში უნდა გაიმართოს.

ტურნირის ორგანიზატორების და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორის ჯური რუს თქმით, ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება არაა, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო. მხარეებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი გრძელვადიან თანამშრომლობაში ხელს არ შეუშლით და 2021/2022 წლების სეზონიდან აფრიკული გუნდები სრულუფლებიანი წევრები გახდებიან პრო 14-ის და ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ. 

"ცისარტყელას თასის" ახალი ფორმატი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ანგულემი პრო დ2-დან გავარდა, ორიაკმა დრამატულად იმარჯვა და დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა
იტალიის ნაცვლად, კუნძულელები? - ოლ ბლექსის მოწინააღმდეგე, შესაძლოა, შეიცვალოს
უორენ გეთლენდი: "ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო"
დიდი 10 | დისციპლინისა და ხარისხის ამაღლების მიზნით რეგულაციები გამკაცრდება