პრო დ2: ქართველი მორაგბეები, რომელთაც სეზონის ბოლოს კლუბებთან კონტრაქტი უსრულდებათ

პრო დ2: ქართველი მორაგბეები, რომელთაც სეზონის ბოლოს კლუბებთან კონტრაქტი უსრულდებათ

პრო დ2-ის 2020/2021 წლების სეზონის დასრულებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება - ფინალური მატჩი 5 ივნისს გაიმართება.

გუნდები ნელ-ნელა მომდევნო სეზონისთვის იწყებენ დაკომპლექტებას: იმატებენ და უშვებენ მოთამაშეებს, უხანგრძლივებენ კონტრაქტებს და განაგრძობენ მუშაობას ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ საკითხებზე. მორაგბეების გარკვეულ კატეგორიას 30 ივნისს თავიანთ გუნდებთან კონტრაქტი ეწურებათ. მათ შორის არიან ქართველი მორაგბეებიც.

გაგაცნობთ იმ ქართველი მორაგბეების ჩამონათვალს, რომლებიც ამ მომენტისთვის ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან და ჯერჯერობით არც ახალი კლუბი მოუნახავთ.

მორაგბეკლუბიპოზიციათამაშების რაოდენობა წლევანდელ პრო დ2-შიკეპების რაოდენობა საქართველოს ნაკრებშიასაკი
ჟორჟ სალდაძებეზიემარცხენა ბურჯი9026
ლუკა აზარიაშვილი*ბიარიციუნივერსალი ბურჯი19021
უშანგი ჭეიშვილი*ბიარიციმარცხენა ბურჯი14023
თორნიკე ჯალაღონიაბიარიციმესამე ხაზი8822
ნიკა ნეფარიძეგრენობლიმარცხენა ბურჯი17025
გიორგი კაკაურიძევალანს რომანიმარჯვენა ბურჯი5028
თამაზ მჭედლიძე?რუანიშუამარბი126128
თორნიკე მატარაძე?ნევერიმარცხენა ბურჯი4824
ჯემალ შატირიშვილიორიაკიმარჯვენა ბურჯი13022

* - იჯარა
? - 2021+1 კონტრაქტი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"