უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკულ ტურნეზე? - პორტუგალიელებმა საინტერესო ცნობა გააჟღერეს

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკულ ტურნეზე? - პორტუგალიელებმა საინტერესო ცნობა გააჟღერეს

პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კარლოს ამადო და სილვამ, პორტუგალიურ სარაგბო ტელევიზიის RUGBY TV-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის საინტერესო რამ განაცხადა.

და სილვას თქმით, პორტუგალია მიწვეულია სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელების ტურნეზე, სადაც პორტუგალიელებთან ერთად ტურნირის მასპინძლებთან ერთად ითამაშებენ არგენტინის, ურუგვაის და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებები. 



აღნიშნულის შესახებ, ჯერჯერობით არაფერი თქმულა საქართველოს რაგბის კავშირის მხრიდან. 

როგორც იცით, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელშიც საქართველო 2016 წლიდან რეგულარულად ასპარეზობს, 2020 და 2021 წლებში პანდემიის გამო გაუქმდა, რის გამოც უმცროს ბორჯღალოსნებს 2019 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ უთამაშიათ. ილია მაისურაძის, ზურაბ ამონაშვილის და ლადო კილასონიას შეგირდებმა ოთხი სეზონის განმავლობაში ისეთი გუნდების დამარცხება მოახერხეს, როგორებიც არიან: იტალია, არგენტინა, ირლანდია, შოტლანდია (ორჯერ), იაპონია და ფიჯი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"