პირველი ლიგის გადამწყვეტი მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

პირველი ლიგის გადამწყვეტი მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

© რაგბის კლუბი არმია

პირველი ლიგის გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც ტურნირის გამარჯვებული და შესაბამისად, დიდი 10-ის საგზურის მფლობელი გაირკვევა, პარასკევს 23 აპრილს თბილისის დროით 16 საათზე ავჭალის სტადიონზე გაიმართება.

"არმიის" და "ყაზბეგის" დაპირისპირება 17 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ "ყაზბეგის" რამდენიმე მორაგბე კორონავირუსით დაინფიცირდა, მატჩის გადადება მოხდა. 

"არმია" პირველ ლიგაში 40 ქულით ლიდერობს, ხოლო "ყაზბეგს" 38 ქულას აქვს. შესაბამისად, სტუმრებს გამარჯვება აძლევთ ხელს. როგორც იცით, პირველი ლიგის გამარჯვებული დიდ 10-ში პირდაპირ აღზევდება, ხოლო მეორე ადგილზე გასული ორმატჩიან პლეი-აუტში დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მესამე ადგილოსანს შეხვდება და გამარჯვებული 2021/2022 წლების დიდ 10-ში იასპარეზებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"