ვერნ კოტერი: "სუპერ რაგბიში ჩართვა ფიჯის განვითარებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა"

ვერნ კოტერი: "სუპერ რაგბიში ჩართვა ფიჯის განვითარებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა"

ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა განაცხადა, რომ სუპერ რაგბიში ფიჯელთა განვითარებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა კუნძულელთა ორ ფრენჩაიზს "ფიჯიან დრუას" და "მოანა პასიფიკას" სუპერ რაგბიში 2022 წლიდან ჩასართველად მწვანე შუქი აუნთო და ლიცენზია მიანიჭა. 

"სუპერ რაგბიში ჩართვა შესანიშნავი ამბავია ფიჯური რაგბისთვის. ეს არის განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობა ფიჯისთვის. სასიხარულოა, რომ წლების განმავლობაში მოთამაშეთა და მენეჯმენტის მხრიდან გაწეულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ფიჯი ელიტარულ შეჯიბრებაში მოხვდა. სუპერ რაგბის ახალზელანდიური და ავსტრალიური გუნდების ყურებისას ჩვენ ვხვდებით, რომ ყველა შესაძლო სტრუქტურის განვითარება გვჭირდება, რომელზეც დამოკიდებული იქნება თამაშების მოგება და ღირებულებების შემატება", - განაცხადა ვერნ კოტერმა.

ცნობისთვის, "ფიჯიან დრუა" ფიჯის რაგბის კავშირის ფრენჩაიზია, რომელიც 2017 წლიდან ავსტრალიის შიდა ჩემპიონატში ასპარეზობს და 2018 წელს ჩემპიონი გახდა, ხოლო "მოანა პასიფიკაზე" ახალ ზელანდიაშია დაფუძნებული, თუმცა მთლიანად სამოელი, ფიჯელი და ტონგელი მორაგბეებისგან შედგება. 

როგორც იცით, ამჟამად "სუპერ რაგბი აოტეაროა" და "სუპერ რაგბი ავსტრალია" მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგაც ტრანს-ტასმან სუპერ რაგბი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ხუთ-ხუთ ახალზელანდიური და ავსტრალიური ფრენჩაიზი მიიღებს მონაწილეობას. კუნძულელები სწორედ ტრანს-ტასმან სუპერ რაგბის დაემატებიან, რომელშიც 2022 წელს 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"