ორიაკმა უმნიშვნელოვანეს მატჩში ქართული ლელოებით იმარჯვა (VIDEO)

ორიაკმა უმნიშვნელოვანეს მატჩში ქართული ლელოებით იმარჯვა (VIDEO)

პრო დ2-ის 27-ე ტურში "ორიაკი" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "ანგულემს" დაუხვდა და 33:21 აჯობა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ბექა საღინაძე, ხოლო კვაჭი ლუკა ნიორაძე და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე შეცვლაზე შევიდნენ.

"ორიაკის" გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ ქართველმა მორაგბეებმა შეიტანეს: მე-40 წუთზე გიორგი ჯავახიამ დადო ლელო, ხოლო 74-ე წუთზე "ანგულემის" ლელო ბექა საღინაძემ აიღო. შეხვედრის დასაწყისში კი, ჯავახიამ ყვითელი ბარათი მიიღო. "ანგულემის" რიგებში 35-ე წუთიდან ითამაშა მარცხენა ბურჯმა ლუკა გოგინავამ. 

ამ მოგებით "ორიაკმა" 48 ქულა დააგროვა და პრო დ2-ში დარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, თუმცა მთავარი ბრძოლები გუნდს კვლავ წინ აქვს. "ანგულემს" კი 36 ქულა დარჩა და დარჩენის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.

 ბექა საღინაძის ლელო



გიორგი ჯავახიას ლელო 



გიორგი ჯავახიას ყვითელი ბარათი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"