არესმა ვეფხვები დიდი სხვაობით დაამარცხა და დიდ 10-ში დარჩენისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა

არესმა ვეფხვები დიდი სხვაობით დაამარცხა და დიდ 10-ში დარჩენისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა

© გიორგი კილაძე

დიდი 10-ის მეორე ეტაპის ქვედა ექვსეულის მეოთხე ტურში "არესი" "აია არენაზე" "ვეფხვებს" დაუხვდა და დიდი ანგარიშით 52:5 დაამარცხა.

"არესმა" მეტოქე რვაჯერ დაალელოვა, თავად კი ერთი ლელო გაუშვა. ჰეთ-თრიკი გაიფორმეს მესამეხაზელმა ბადრი დანგაძემ და ფრთამ ამირან შვანგირაძემ, ხოლო თითო გიორგი ტორაძემ და ბებუნი კუხიანიძემ დადეს. პატარძეულელთაგან პრესტიჟის ლელო ვანო გელაშვილმა მიითვალა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ შვანგირაძე დასახელდა.

ქუთაისელებმა 24 ქულა დააგროვეს და ქვედა ექვსეულის ლიდერ "ხარებს" ქულით ჩამორჩებიან, ხოლო "არმაზს" ექვსი, "ლელო სარასენსს" კი რვა ქულით უსწრებენ. "ვეფხვებმა" კი ამ მარცხით ფაქტობრივად პირველი ლიგის საგზური გაიფორმა.



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"