როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა ზაფხულის ტესტებისთვის გაფართოებული 52-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ამ ხნის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბი ამ მორაგბეებს დააკვირდება და რამდენიმე შეკრებაც მოხდება, რის შემდეგაც დაახლოებით 35 მორაგბე ბრიტანეთში გაემგზავრება, სადაც იაპონიის ნაკრები ისტორიულ ტესტს მატჩს გამართავს. "საკურები" "მარიფილდზე" 26 ივნისს ისტორიაში პირველად ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება სხვა მატჩებს, სავარაუდოდ, ისინი ივლის-აგვისტოში გასვლაზე რუმინეთს და ავსტრალიას შეერკინებიან, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არაა.
საინტერესოა, რომ 12 მორაგბეა გამოძახებული "სანტორი სანგოლიასიდან", რომლის მთავარი მწვრთნელიც "ბორჯღალოსნების" ექს-დამრიგებელი მილტონი ჰეიგია. ამათგან ექვსი უკეპო მოთამაშეა. "სანტორიდან" იაპონიის ნაკრებში გამოიძახეს: კვაჭი შუნტა ნაკამურა (0 კეპი), კვაჭი კოსუკე ჰორიკოში (0 კეპი), ბურჯი შინოსუკე კაკინაგა (9 კეპი), ბურჯი იუკიო მორიკავა (0 კეპი), მესამეხაზელი ნაოკი ოძავა (4 კეპი), მესამეხაზელი ტევიტა ტატაფუ (3 კეპი), ჰავბექი ნაოტო საიტო (0 კეპი), შუამარბი იუსუკე კაჯიმურა (1 კეპი), შუამარბი რიოტო ნაკამურა (24 კეპი), ფრთა შოტა ემი (0 კეპი), ფრთა შოგო ნაკანო (0 კეპი) და ფულბექი სეია ოძაკი (3 კეპი).
იაპონიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ზაფხულის ტესტებისთვის.
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.