რა თანხას დაკარგავს სამხრეთ აფრიკის ეკონომიკა, თუ ლომების ტურნე უმაყურებლოდ გაიმართება?

რა თანხას დაკარგავს სამხრეთ აფრიკის ეკონომიკა, თუ ლომების ტურნე უმაყურებლოდ გაიმართება?

იმ შემთხვევაში, თუ წლევანდელ ზაფხულში დაგეგმილი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთაფრიკული ტურნე უმაყურებლოდ გაიმართება, სამხრეთ აფრიკის ეკონომიკა 6.6 მილიარდ რენდის ანუ დაახლოებით 453 მილიონ აშშ დოლარს დაკარგავს. 

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები სამხრეთაფრიკულ ტურნეს 3 ივლისს დაიწყებენ, რომელიც 7 აგვისტომდე გაგრძელდება და ამ პერიოდში რვა მატჩს გამართავენ, მათ შორის სამ ტესტ მატჩს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ. ამ ეტაპის მდგომარეობით, ეს მატჩები პანდემიის გამო დახურულ კარს მიღმა გაიმართება, რაც ძალიან არ აწყობს როგორც სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომაც, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გულშემატკივრების გარკვეულმა ნაწილმა მატჩებზე დასწრება მოახერხონ.

სამხრეთ აფრიკაში ვაქცინაციის ტემპი ძალიან ნელა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მოსახლეობის დაახლოებით 0.5% არის აცრილი, რაც მაყურებლების სტადიონზე დაბრუნების პროცესს კიდევ უფრო აფერხებს. 

"ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილებებს და რჩევებს ყველანაირ ანგარიშს ვუწევთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივრები მოედანს მალე დაუბრუნდნენ, თუმცა სამწუხაროდ, ეს ის პროცესია, რომელიც არ ვიცით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება. ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები ტურნე გულშემატკივრებთან ერთად ძალიან გვჭირდება. თუ ასე არ მოხდა, შესაძლოა, დაახლოებით 10 000 სამუშაო ადგილი დაიკარგოს", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდერმა, რომლის თქმითაც, ისინი ქვეყნის ხელისუფლებას როგორც შეეძლებათ დაეხმარებიან ვაქცინაციის პროცესში. 

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები სამხრეთ აფრიკული ტურნეს განრიგი ასეთია:

"ლომები" პირველ მატჩს 3 ივლისს კეიპ თაუნში "სტორმერსის" წინააღმდეგ გამართავენ.

7 ივლისს ისინი სამხრეთ აფრიკის მოწვეულ გუნდს პორტ ელიზაბედში, ნელსონ მანდელას სახელობის სტადიონზე შეერკინებიან.

10 ივლისს დურბანში "ლომები" "შარქსს" ესტუმრებიან.

14 ივლისს ნელსპრუტში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მეტოქე სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრები იქნება.

17 ივლისს სუპერ რაგბის კიდევ ერთ ფრენჩაიზთან "ბულზთან" მოსინჯავენ ძალებს. მატჩი პრეტორიაში შედგება.

ამის შემდეგ, კი ტურნეს მთავარი და გადამწყვეტი ეტაპი დაიწყება: ზედიზედ სამი მატჩი მსოფლიო ჩემპიონი, "სპრინგბოკსის" წინააღმდეგ. 24 ივლისს "ლომები" სამხრეთ აფრიკის ნაკრებს იოჰანესბურგში (FNB Stadium) ეთამაშებიან, 31-ში კეიპ თაუნში შეერკინებიან, ხოლო 7 აგვისტოს კვლავ იოჰანესბურგში (Emirates Airline Park დაუპირისპირდებიან და ამით ტურნე დასრულდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"