თბილისში მყოფმა კრასნი იარმა ხვამლთან ერთობლივი ვარჯიში გამართა

თბილისში მყოფმა კრასნი იარმა ხვამლთან ერთობლივი ვარჯიში გამართა

© Yar-rugby.ru

რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "კრასნი იარი" თბილისში იმყოფებოდა და "ხვამლი არენაზე" ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის გადიოდა მოსამზადებელ შეკრებას.

"კრასნი იარის" ოფიციალური გვერდის ცნობით, კრასნოიარსკელებმა 7 აპრილს "ხვამლთან", რომელიც ამჟამად პირველ ლიგაში იმყოფება და დიდ 10-ში გადასვლისთვის იბრძვის, ერთობლივი ვარჯიში გამართა. 

შეთანხმების მიხედვით, ვარჯიში ორ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველ ნაწილში შერკინება ვარჯიშობდა, როგორც ღია თამაშში, ასევე სტატიკაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ხოლო მეორე ნაწილში ხაზის შვიდ-შვიდი მოთამაშე კომბინაციების შესათამაშებლად ირჯებოდნენ. თამაში სრულ მოედანზე მიმდინარეობდა, მაგრამ მკაცრი ბოჭვების გარეშე.

"კრასნი იარის" სამწვრთნელო შტაბი ძალიან კმაყოფილი დარჩა "ხვამლის" მორაგბეებთან ერთობლივი მუშაობით. მათი შეფასებით, ეს აღმოჩნდა ფაქტობრივად სპარინგ მატჩი, რომელიც ასე აკლია "კრასნი იარს" რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის მზადების პერიოდში. 

შეგახსენებთ, რომ "კრასნი იარში" სამი ქართველი მორაგბე ასპარეზობს: კვაჭი რობერტ სუთიძე, მესამეხაზელი ნიკო აფციაური და შუამარბი გიორგი ფრუიძე.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"