იხილეთ აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო.
© Jeremie Fulleringer
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე 11-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს.
პარასკევს პრო დ2-ის 26-ე ტურში "ორიაკი" გასვლაზე "ნევერს" ეთამაშება და ცუცქირიძე სწორედ ამ მატჩში დაუბრუნდება მინდორს. გიორგი მარქაფაშია და მოედანზე შეცვლიდან შევა. მის გარდა, "ორიაკის" მარქაფაში არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე და მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, ხოლო მესამეხაზელი ბექა საღინაძე ძირითად შემადგენლობაშია.
ცუცქირიძემ ბოლოს 2020 წლის 28 თებერვალს "პროვანს რაგბის" წინააღმდეგ ითამაშა. ამის შემდგომ, პრო დ2 პანდემიის გამო შეწყდა და 2019/2020 წლების სეზონი აღარ განახლდა, აგვისტოში კი გიორგიმ კლუბის ერთ-ერთ ვარჯიშზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, კლერმონში ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე უქმობდა.
შეგახსენებთ, რომ ცუცქირიძემ კიდევ ერთი სერიოზული ტრავმა 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე მიიღო, რის გამოც პლანეტის პირველობაზე თამაში ვერ შეძლო და დაახლოებით 2.5 თვე გაუცდა.
იხილეთ აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო.
პრო დ2-ის 28-ე ტურის გახსნით მატჩში ბოლო ადგილოსანი "ანგულემი" საკუთარ მოედანზე საპლეიოფო ზონაში მყოფ "კოლომიეს" დაუხვდა და 24:15 აჯობა.
გიორგი ცუცქირიძე "ორიაკის" სასტარტო თხუთმეტეულში 2020 წლის 28 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
ფრანგული პრესის ცნობით, დავით ზირაქაშვილი "კლერმონში" ბრუნდება.