Irish Times: "ამაშუკელმა ლონდონში ყურადღება მიიპყრო"

Irish Times: "ამაშუკელმა ლონდონში ყურადღება მიიპყრო"

© PA Images

გასულ პარასკევს, შაბათს და კვირას ევროთასების მერვედფინალური მატჩები გაიმართა, რომელიც ქართული რაგბისთვის ისტორიული გამოდგა იმ მხრივ, რომ პლეი-ოფების სტადიაზე ქართველმა პირველად იმსაჯა.

"ლონდონ აირიშის" და "კარდიფ ბლუზის" შესანიშნავ დაპირისპირებაში, რომელშიც მასპინძლებმა 41:35 იმარჯვეს, მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახლდათ, რომელმაც ამ რთულ მატჩში დაკისრებული მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა და საერთაშორისო ექსპერტებისგან შექება კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

ცნობილმა ირლანდიურმა გამოცემა irishtimes.com-მა გასული მატჩების მსაჯობას სპეციალური სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორი ვეტერანი მსაჯი და ირლანდიის რაგბის კავშირის მსაჯების ყოფილი დირექტორი ოუენ დოილია. ირლანდიელმა ვეტერანმა მსაჯმა აღნიშნულ სტატიაში ნიკა ამაშუკელიც მოიხსენია. ის ქართველი მსაჯის გარჯით კმაყოფილი დარჩა და ნიკა შეაქო.

"უიქენდის მატჩებიდან ნიკა ამაშუკელმა ლონდონში ყურადღება მიიპყრო.

მას შემდეგ, რაც "ლენსტერი" - "ტულონის" მატჩი გაუქმდა, ბევრი გულშემატკივარი "ლონდონ აირიშის" და "კარდიფ ბლუზის" მატჩზე გადაედო და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველამ გააკეთეთ. 

ეს იყო გამაოგნებელი მატჩი. "ლონდონ აირიში" მსუბუქად, ლაღად ბურთაობდა და მატჩის ბოლომდე მაღალ ტემპში ითამაშეს. ისინი ჯერ 14 კაცით დარჩნენ მინდორზე, შემდეგ კი 13-ით, მაგრამ მათ არ უფიქრიათ დანებებაზე. მატჩის ბოლოსკენ სამჯერ შეიცვალა წინ გასული გუნდის ვინაობა, საბოლო ჯამში კი "ლონდონ აირიშმა" გამარჯვების მომტანი ლელო გაწითლებულ დროში გაიტანა.

ამ შეხვედრას ნიკა ამაშუკელი გაუძღვა, რომელმაც გასულ უიქენზე ძალიან კარგი სამსაჯო შესრულება შემოგვთავაზა. ღმერთმა ნამდვილად ბევრი რამ (ნიჭი) ჩადო 26 წლის მსაჯში და დევიდ "სემ" მაკჰიუს მეურვეობით, მე ფსონს ვდებ, რომ საქართველო, საბოლოოდ, ერთ დღეს 6 ერში იქნება წარმოდგენილი.

ამაშუკელი და ენდრიუ ბრეისი (ირლანდიელი მსაჯი, რომელმაც "გლოსტერი" - "ლა როშელი" იმსაჯა) ზედმეტს არ საუბრობდნენ, მათ კარგი საღამო ჰქონდათ და ორივე მატჩის მხრივ, ეს თავშეკავება ნამდვილად შესამჩნევი იყო", -
განაცხადა დოილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელს აქამდე ისეთ ტურნირებზე უმსაჯია, როგორებიცაა: 20-წლამდელთა 6 ერი, რაგბი ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფა, პრო 14 და შემოდგომის ერთა თასი, სადაც ასისტენტი გახლდათ. გარდა ამისა, ნიკას უნდა ემსაჯა ჩემპიონთა თასზეც, თუმცა 17 იანვარს "რასინგ 92"-ის და "ჰარლექუნსის" ჯახი კორონავირუსის გამო გაუქმდა და მისი დებიუტი გადაიდო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"