ისრაელ ფოლაუ, შესაძლოა, მომდევნო მსოფლიო თასზე ახალ ნაკრებში ვიხილოთ

ისრაელ ფოლაუ, შესაძლოა, მომდევნო მსოფლიო თასზე ახალ ნაკრებში ვიხილოთ

ავსტრალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ისრაელ ფოლაუ, შესაძლოა, ახალი ნაკრების რიგებში ვიხილოთ.

32 წლის ფულბექს ტონგური ფესვები აქვს. "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტის ბილ ბომონტის ინიციატივის მიხედვით, იმ კუნძულელ მორაგბეებს, რომელთაც სხვა ნაკრებების რიგებში უთამაშიათ, თუ სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო მატჩში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, შემდგომ ისტორიულ სამშობლოში თამაში შეეძლებათ. 

ფოლაუს ავსტრალიის ნაკრებში 2019 წლის შემდეგ აღარ უთამაშია, მას შემდგომ, რაც ის ჰომოფობიური პოსტის გამო "ვორათასიდან" და ავსტრალიის ნაკრებიდან გარიცხეს. შესაბამისად, მას 2023 წლის მსოფლიო თასზე ტონგას რიგებში ასპარეზობა შეეძლება. ფოლაუ ავსტრალიიდან წასვლის შემდგომ რაგბი ლიგაში დაბრუნდა და ფრანგულ "კატალან დრაგონსში" ჩაირიცხა, სადაც ერთი სეზონი ითამაშა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.

ტონგას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტოუტაი კეფუმ, რომელსაც 1997-2003 წლებში ავსტრალიის ნაკრებში 60-ჯერ უთამაშია, განაცხადა, რომ ის განიხილავს ფოლაუს ტონგას ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას. 

"ფოლაუ არის ტონგელი, შესანიშნავია მოთამაშეა. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს და მივესალმებით მას. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ ისრაელს და მის შეხედულებებს. ჩვენ არანაირი შეშფოთება არ შეგვექმნებოდა ამის ირგვლივ", - აღნიშნა ტონგას მწვრთნელმა, რომლის განცხადებაც ბევრი რამის მანიშნებელია.

ფოლაუმ ავსტრალიის ნაკრების რიგებში 2013-2019 წლებში 73 კეპი აქვს მოხვეჭილი და 37 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო "ვორათასის" რიგებში ჩატარებულ 96 შეხვედრაში 60 ლელო გაიტანა და სუპერ რაგბის ყველა დროის საუკეთესო მელელოვე გახდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"