კრასნი იარი რუსეთის ჩემპიონატის პლეი-ოფებისთვის თბილისში ემზადება

კრასნი იარი რუსეთის ჩემპიონატის პლეი-ოფებისთვის თბილისში ემზადება

© Yar-rugby.ru

რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი "კრასნი იარი" თბილისში იმყოფება და პლეი-ოფების ეტაპისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადის.

რუსეთის რეგულარული ჩემპიონატი სექტემბერში დასრულდა, პლეი-ოფები კი აპრილის ბოლოს განახლდება და ჩემპიონობის შანსი ექვსს გუნდს აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ "კრასნი იარმა" რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა, ის პლეი-ოფის პირველ წრეში არ ითამაშებს და პენზას "ლოკომოტივთან" ერთად მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. 

"კრასნი იარს" თბილისში "ხვამლი არენაზე" აქვს ბინა დადებული და გეგმის მიხედვით გადიან მზადებას. მათ დღეში ორჯერადი ვარჯიშები აქვთ, ბუნებრივ მოედანზე და სავარჯიშო დარბაზში. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტესტ-მატჩებზე. სავარაუდოდ, კრასნოიარსკელთა ერთ-ერთი მეტოქე იქნება რუსეთის პრემიერლიგის კლუბი, რომელიც შეკრებას ასევე საქართველოში გადის. 

შეგახსენებთ, რომ "კრასნი იარში" სამი ქართველი მორაგბე ასპარეზობს: კვაჭი რობერტ სუთიძე, მესამეხაზელი ნიკო აფციაური და შუამარბი გიორგი ფრუიძე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო (VIDEO)
ქართველების ანგულემმა კოლომიე ბონუსით დაამარცხა და პრო დ2-ში დარჩენის მიზერული შანსი დაიტოვა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გიორგი ცუცქირიძე ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება
ლეგენდა შინ ბრუნდება - დავით ზირაქაშვილი ჯონო გიბსის სამწვრთნელო შტაბში იქნება