იხილეთ აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო.
© Borjomi rugby club
3 და 4 აპრილს რეგიონული ლიგის 2020/2021 წლების სეზონის ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა.
გათამაშების ლიდერი "ბორჯომი" "რაგბი ჭალაზე" "სპორტუნის" ესტუმრა, უშანსოდ 31:0 დაამარცხა და ბონუს ქულა აიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოლო ტურში "ხვამლი არენაზე" ვანის "აიეტს" დაამარცხებენ, თუნდაც ბონუსის გარეშე, ისინი პირველ ლიგაში აღზევდებიან, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში, უშუალო კონკურენტთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ. ამრიგად, "ბორჯომი" დიდ წარმატებასთან ერთ ნაბიჯშია.
მოიგო მეორე ადგილოსანმა "გორმაც", რომელმაც სწორედ ვანში იმარჯვა 40:20 და ბონუს ქულა აიღო. ისინი ბოლო ტურში შინ ქედას "ფირალებს" ეთამაშებიან. იმ შემთხვევაში, თუ "ბორჯომი" დაგეგმილ გამარჯვებას მოიპოვებს, მაშინ "გორი" მეორე ადგილზე გავა და პირველ ლიგაში გადასვლას პლეი-ოფიდან შეეცდება, სადაც პირველი ლიგის ქვედა ექვსეულის ლიდერს ორმატჩიან დუელში შეერკინება.
"წიქარამ" "რაგბი ჭალაზე" "ზესტაფონთან" 26:31 წააგო, ხოლო "ფირალები" ბათუმში "რაშებთან" 10:29 დამარცხდა. ბოლო ტურის მატჩები 10 და 11 აპრილს გაიმართება.
იხილეთ აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო.
პრო დ2-ის 28-ე ტურის გახსნით მატჩში ბოლო ადგილოსანი "ანგულემი" საკუთარ მოედანზე საპლეიოფო ზონაში მყოფ "კოლომიეს" დაუხვდა და 24:15 აჯობა.
გიორგი ცუცქირიძე "ორიაკის" სასტარტო თხუთმეტეულში 2020 წლის 28 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
ფრანგული პრესის ცნობით, დავით ზირაქაშვილი "კლერმონში" ბრუნდება.