პირველი ლიგა: არმია ერთპიროვნულად გალიდერდა (+VIDEO)

პირველი ლიგა: არმია ერთპიროვნულად გალიდერდა (+VIDEO)

© თაკო კიკალიშვილი

პირველი ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "არმია" ერთპიროვნულად გალიდერდა. 

ზედა ექვსეულის მეოთხე ტურში "არმია" ავჭალის სტადიონზე ოზურგეთის "არწივებს" დაუხვდა და ბონუსით 45:3 სძლია. მასპინძლებმა ტაიმი 19:0 მოიგეს, ხოლო შემდეგ უპირატესობა უფრო გაზარდეს და მოწინააღმდეგეს კიდევ ოთხი ლელო გაუტანეს, გურულებმა კი მხოლოდ ერთი პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს. დუბლი შეასრულა გიორგი ქუთათელაძემ, ხოლო თითო ლელო ლაშა ხაჭვანის, შალვა კეთილაძის, ბექა მაჭარაშვილის, ირაკლი ცაბაძის და ვიტალი კირინის ანგარიშზეა, ხოლო "არწივებიდან" პრესტიჟის ლელო გოჩა ჯიქიამ დადო. 

იმარჯვა "არმიის" უმთავრესმა კონკურენტმა "ყაზბეგმაც", მაგრამ არმიელთაგან განსხვავებით, სტეფანწმინდელებმა ბონუს ქულა ვერ აიღეს და შესაბამისად, "არმია" ერთი ქულით დაწინაურდა. "ყაზბეგმა" შევარდენის ბაზაზე თელავის "ჭადარი" 17:10 დაამარცხა. მასპინძელთაგან ლელოები ისმაელ მარსაგიშვილმა, იაგო გელაძემ და რეზი მარგალიტაძემ დადეს, ხოლო თელაველთაგან თავის გამოჩენა გიორგი ღვედაშვილმა შეძლო და ამით მეტოქეს ძალიან მნიშვნელოვანი ბონუს ქულა დააკარგვინა. 

ზედა ექვსეულის მესამე მატჩში "ხვამლმა" ასპინძაში ადგილობრივი "ტაო" ბონუსით 36:3 დაამარცხა და მეორე ადგილზე გასვლის მცირე შანსი შეინარჩუნა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ დარჩენილ ორ ტურში "ხვამლი" ორივე მატჩს მოიგებს (მინიმუმ ერთს ბონუსით) და "ყაზბეგი" ორივე მატჩში დამარცხდება (დაცვითი ბონუსის გარეშე), სხვა შემთხვევაში "ხვამლს" მეორე ადგილზე გასვლის შანსი არ აქვს, რადგან მეტოქე 9 ქულით წინაა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ "ყაზბეგი" და "ხვამლი" დაუპირისპირდებიან, ხოლო ბოლო ტურში ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება: თუ "ყაზბეგი" მომდევნო ტურში "ხვამლს" მოუგებს, სუპერფინალს ვიხილავთ, რადგან ბოლო ტურში ერთმანეთს "არმია" და "ყაზბეგი" ეთამაშებიან და პირველ ადგილოსნის და შესაბამისად, დიდ 10-ში გადამსვლელის ბედიც გადაწყდა. 

ყაზბეგი - ჭადარი 17:10

დაძაბული ვითარებაა ქვედა ექვსეულშიც, სადაც ხუთი გუნდი პირდაპირ რეგიონულ ლიგაში ვარდება და მხოლოდ პირველ ადგილოსანს რჩება დარჩენის შანსი, რომელიც ორმატჩიან პლეი-აუტში რეგიონლიგაში მეორე პოზიციაზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება. 

პირველ ადგილზე გასვლისთვის ორი გუნდი იბრძვის წყალტუბოს "დინოზავრის" და ქუთაისის "ბაგრატი". ასევე მცირე შანსი აქვს თბილისის "ივერიას".

"დინოზავრმა" ქუთაისში თბილისის "დინამო" 36:21 დაამარცხა, თუმცა ბონუსი ვერ აიღო, განსხვავებით "ბაგრატისგან", რომელმაც ჭიათურაში ადგილობრივ გუნდს სამი უპასუხო ლელო დაუდო, 19:6 სძლია და ამ ბონუსის წყალობით, კონკურენტთან სხვაობა ქულამდე შეამცირა. მესამე მატჩში "ივერიამ" "დევები" მშრალი ანგარიშით 43:0 დაამარცხა. 

სავარაუდოდ, აქაც ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, რადგან ერთმანეთს სწორედ ქუთაისის "ბაგრატი" და წყალტუბოს "დინოზავრი" ეთამაშებიან. 

იმერეთი - ბაგრატი 6:19 
ივერია - დევები 43:0 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"