იხილეთ აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო.
იტალიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე მიკელე კამპანიარო კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს. 28 წლის შუამარბი "კოლომიეს" ღირსებას დაიცავს.
როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კამპანიარომ "კოლომიესთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "კოლომიეში" ასეთი ხარისხის მოთამაშის ჩამოყვანა შევძელით, რომელიც ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს გაუზიარებს მთელ თავის გამოცდილებას. დიდი მადლობა ედოარდო გორის ამ შესანიშნავ უკანახაზელთან მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. მოუთმენლად ველით მიკელეს პირველ თამაშს "კოლომიეში", თუმცა ჯერ მიმდინარე სეზონი უნდა ჩავასრულოთ და ამაზე ვიფიქროთ", - განაცხადა "კოლომიეს" პრეზიდენტმა ალენ კარემ.
კამპანიარო ბოლოს ინგლისური "ჰარლექუინსის" ღირსებას იცავდა, თუმცა მუხლის მძიმე ტრავმის გამო 2020 წლის იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია. იქამდე კი ის "უოსპსში", "ექსეტერ ჩიფსში" და "ბენეტონში" ასპარეზობდა. მიკელეს იტალიის ნაკრებში 46 კეპი აქვს მოხვეჭილი და 9 ლელოს გატანა მოახერხა. მას 2015 და 2019 წლის მსოფლიო თასებზე უთამაშია.
იხილეთ აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო.
პრო დ2-ის 28-ე ტურის გახსნით მატჩში ბოლო ადგილოსანი "ანგულემი" საკუთარ მოედანზე საპლეიოფო ზონაში მყოფ "კოლომიეს" დაუხვდა და 24:15 აჯობა.
გიორგი ცუცქირიძე "ორიაკის" სასტარტო თხუთმეტეულში 2020 წლის 28 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
ფრანგული პრესის ცნობით, დავით ზირაქაშვილი "კლერმონში" ბრუნდება.