ოლ ბლექსის მაისურზე, შესაძლოა, ფრანგული კომპანია გამოისახოს, რომელიც საფრანგეთის ნაკრების სპონსორიცაა

ოლ ბლექსის მაისურზე, შესაძლოა, ფრანგული კომპანია გამოისახოს, რომელიც საფრანგეთის ნაკრების სპონსორიცაა

"ოლ ბლექსის" მაისურზე, შესაძლოა, ცნობილი ფრანგული სამშენებლო კომპანიის "ალტრადის" წარწერა და ლოგო ვიხილოთ - იუწყება ფრანგული და ახალზელანდიური პრესა.

მიმდინარე წელს "ოლ ბლექსსა" და ამერიკულ სადაზღვევო კომპანია AIG-ის თანამშრომლობა სრულდება. როგორც მოგეხსენებათ, AIG-ის წარწერა დიდი ხნის განმავლობაში ახალი ზელანდიის ნაკრების სათამაშო კვართის წინა მხარეს იყო გამოსახული. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ამერიკული კომპანიის ჩამნაცვლებელს ეძებს და როგორც სხვადასხვა გამოცემენ წერენ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი მოლაპარაკებებს სწორედ "ალტრადთან" აწარმოებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები წარმატებულ დასასრულთან ახლოსაა და თუ გარიგება შედგა, "ალტრადის" წარწერა და ლოგო "ოლ ბლექსის" მაისურის წინა მხარეს 2022 და 2023 წლებში დაამშვენებს, რისთვისაც ფრანგული კომპანია 30 მილიონ ახალზელანდიურ დოლარს ანუ 18 მილიონ ევროს გადაიხდის.

"ალტრადი" სამშენებლო მასალების ფრანგული კომპანიაა, რომლის მფლობელი სირიაში დაბადებული მილიარდელი მოედ ალტრადია, ვისი ქონება Forbes-ის ცნობით 4.8 მილიარდი დოლარია. მან აღნიშნული კომპანია 1985 დაარსა და მთელს მსოფლიოში 39000 ადამიანზე მეტი ჰყავს დასაქმებული. მოედ ალტრადი რაგბის დიდი გულშემატკივარია. ის "მონპელიეს" მფლობელია და "ალტრადის" წარწერა და ლოგო ამ კლუბის მაისურსაც ამშვენებს. გარდა ამისა, "ალტრადი" გამოსახულია საფრანგეთის ნაკრების სათამაშო მაისურის წინა მხარეს, რისთვისაც სეზონურად 7 მილიონ ევროს იხდის. 

ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა "ეკიპთან" საუბარში ალტრადმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია "ოლ ბლექსის" სპონსორობით დაინტერესებულია და თქვა, რომ მოლაპარაკებებში ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი შონ ფიცპატრიკი მონაწილეობდა, თუმცა ჯერ გარიგება არ დასრულებულა და მხარეებს შორის დისკუსია კვლავ მიმდინარეობს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"