ვახო აბდალაძემ ტრავმა მოიშუშა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლენსტერს დაუბრუნდა

ვახო აბდალაძემ ტრავმა მოიშუშა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლენსტერს დაუბრუნდა

25 წლის ბურჯმა ვახო აბდალაძემ ტრავმა მოიშუშა და სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა. აღნიშნულ ინფორმაციას "ლენსტერის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

აბდალაძემ ბოლოს 2019 წლის 26 ოქტომბერს ითამაშა, შემდგომ მან ტრავმა მიიღო, 2020 წლის მარტის დასაწყისში კი პანდემიის გამო პრო 14 შეწყდა, რომელიც მხოლოდ აგვისტოს ბოლოს განახლდა, რა დროსაც აბდალაძეს ზურგის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ოპერაციის გაკეთება მოუწია, რის გამოც თამაშს ამ დრომდე ვერ ახერხებდა. როგორც "ლენსტერის" ოფიციალური ვებგვერდი წერს, ვახოს თამაში უკვე შეუძლია. ცნობისთვის, ლეო ქალენის გუნდი შაბათს "სანდი პარკზე" ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მოქმედ ჩემპიონს "ექსეტერ ჩიფსს" ესტუმრება. 

აბდალაძეს "ლენსტერის" რიგებში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 ლელოს გატანა მოახერხა. მას ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და 2016 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 2 მატჩი გამართა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"