რაგბი ევროპამ შალვა მამუკაშვილი 5-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

რაგბი ევროპამ შალვა მამუკაშვილი 5-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

"რაგბი ევროპის" სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი 5-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

30 წლის კვაჭი რუმინეთთან მოგებული მატჩის (28:17) მე-20 წუთზე იონელ მელინტესთან უხეშობისთვის შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პაოლო დუარტემ წითელი ბარათით გააძევა. "რაგბი ევროპის" განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკაშვილი ტრავმირებულ მელინტეს მოედანზე ესაუბრა, ბოდიში მოუხადა და ასევე თქვა, რომ რუმინელი მოთამაშისთვის ტრავმის მიყენება განზრახვაში არ ჰქონია და მას შეცდომა მოუვიდა.

"რაგბი ევროპის" განცხადებით, მსგავსი უხეშობა "მსოფლიო რაგბის" რეგულაციების მიხედვით 10-კვირიანი დისკვალიფიკაციით ისჯება, თუმცა მათ გაითვალისწინეს მთელი რიგი, მათ შორის ზემოხსენებული ფაქტორები, ასევე ის, რომ არ გაუპროტესტებია წითელი ბარათი და რაც მთავარია, მისი შესანიშნავი დისციპლინა კარიერის განმავლობაში - 2008 წლიდან მოყოლებული შალვას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული 2018 წელს. აქედან გამომდინარე, მათ სასჯელის ვადა გაანახევრეს და 5-კვირიანი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღეს. 

შალვა მამუკაშვილს საქართველოს ნაკრების კვართით 82-ჯერ უთამაშია და 11 ლელოს გატანა მოახერხა. მას 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე უასპარეზია. საკლუბო დონეზე კი ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიცაა: "სეილ შარქსი", "გლაზგო უორიორსი", "მონპელიეში", "ტულონში" და "ლესტერ ტაიგერსში". 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"