საფრანგეთმა ორი პოზიცია დათმო, შოტლანდიამ წინ წაიწია - მსოფლიო რეიტინგში ცვლილებებია

საფრანგეთმა ორი პოზიცია დათმო, შოტლანდიამ წინ წაიწია - მსოფლიო რეიტინგში ცვლილებებია

26-28 მარტს 6 ერის ერთი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი შეხვედრა გაიმართა, რამაც "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში ცვლილებები გამოიწვია. 

საფრანგეთის ნაკრები "სტად დე ფრანსზე" შოტლანდიასთან გამართულ მატჩში გაწითლებულ დროში გაშვებული ლელოთი დამარცხდა, რითაც 1.91 სარეიტინგო ქულა დაკარგა და მესამედან მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა. "ლე ბლეს" ინგლისმა და ირლანდიამ გადაუსწრო. თავის მხრივ, ამდენივე ქულა მოიხვეჭა შოტლანდიამ, რომელმაც არგენტინას გადაუსწრო და მეცხრედან მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საქართველომ შინ რუმინეთი 28:17 დაამარცხა, თუმცა ამ მატჩს მსოფლიო რეიტინგზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

პორტუგალიის ნაკრებმა ლისაბონში ესპანეთი 43:28 დაამარცხა, რითაც 1.22 ქულა მოიპოვა და 24-ე პოზიციიდან 21-ე საფეხურამდე აღზევდა. "მგლებმა" ნამიბიას, კანადას და ჰონგ კონგს გადაუსწრეს. ესპანეთის ნაკრებმა კი მიუხედავად იმისა, რომ 1.22 ქულა დაკარგა, მე-19 ადგილი შეინარჩუნა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"