რიჩი მაკქოუ ათწლეულის საუკეთესო ახალზელანდიელ სპორტსმენად დასახელდა

რიჩი მაკქოუ ათწლეულის საუკეთესო ახალზელანდიელ სპორტსმენად დასახელდა

ლეგენდარული რიჩი მაკქოუ, რომელსაც "ოლ ბლექსის" კვართით ყველაზე მეტი 148 კეპი აქვს მოხვეჭილი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონია (2011, 2015), ათწლეულის საუკეთესო ახალზელანდიელ სპორტსმენად დასახელდა და ჰალბერგის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მაკქოუს გარდა, დეკადის საუკეთესო ახალზელანდიელი სპორტსმენის წოდებისთვის იბრძოდნენ: მეიჰ დრისდეილი (ნიჩბოსნობა), სკოტ დიქსონი (მოტორსპორტი), ბრენდომ მაკქალუმი (კრიკეტი), კეინ უილიამსონი (კრიკეტი), ტომ ველში (ათლეტიკა) და ისრაელ ადესანია (შერეული ორთაბრძოლები). 

შეგახსენებთ, რომ მაკქოუ სამჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე (2006, 2009, 2010), არის ახალი ზელანდიის ღირსების ორდენის მფლობელი და ორჯერ დასახელდა ახალი ზელანდიის წლის საუკეთესო სპორტსმენად (2010, 2011) და 2019 წელს "მსოფლიო რაგბის" დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება