26 ნაკრები, შესაძლოა, კიდევ ერთი წელი უთამაშებელი იყოს - რაგბი ევროპამ გადაწყვეტილება მიიღო

26 ნაკრები, შესაძლოა, კიდევ ერთი წელი უთამაშებელი იყოს - რაგბი ევროპამ გადაწყვეტილება მიიღო

"რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭომ რამდენიმე დღის წინ დისტანციური გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების თანახმად: 1) რაგბი ევროპის ჩემპიონატის გარდა, უქმდება ყველა დივიზიონის - ალაფის, ჩრდილოეთ და სამხრეთ პირველი კონფერენციების, ჩრდილოეთ და სამხრეთ მეორე კონფერენციების, განვითარებადი ლიგების და ქალთა ალაფის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშებები;

2) ევროპის 18 და 20 წლამდელთა ჩემპიონატების გადადება მოხდება ზაფხულისთვის;

3) 7-კაცა და 7-ქალა სარაგბო ტურნირები, რომლებიც დაგეგმილია 2021 წლის ივნის-ივლისისთვის ჩვეულებრივ ჩატარდება, როგორც ზრდასრულდა, ასევე სხვადასხვა ასაკობრივ დონეებზე; 

ამრიგად, "რაგბი ევროპის" გადაწყვეტილების მიხედვით, შესაძლოა, 15-კაცაში 26 ევროპული ნაკრები (განვითარებადი დივიზიონები არ შედის ამ გუნდებში) კიდევ ერთი წლის განმავლობაში იყოს უთამაშებელი, თუ ერთმანეთში ტესტ-მატჩების ჩატარების საკითხს არ მოაგვარებენ. ცნობისთვის, ალაფაზე ბოლოს გუნდებმა 2020 წლის თებერვალ-მარტში ითამაშეს, ხოლო უფრო ქვედა დივიზიონების ნაკრებებს 2019 წლის შემოდგომის შემდეგ აღარ უთამაშიათ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"