ნიკა ამაშუკელის მორიგი წარმატება - ევროთასების პლეი-ოფში ქართველი პირველად იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელის მორიგი წარმატება - ევროთასების პლეი-ოფში ქართველი პირველად იმსაჯებს

საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი წინსვლას განაგრძობს. მან არაერთი ახალი ფურცელი დაწერა ქართული რაგბის ისტორიაში და მაგალითად, გახდა პირველი ქართველი მსაჯი, რომელმაც შეაბიჯა 6 ერის სტრუქტურაში და გაუძღვა 20-წლამდელთა 6 ერის მატჩებს, იმსაჯა მსოფლიოს 20-წლამდელთა პირველობაზე, ჩელენჯ თასზე და პრო 14-ში. რომ არა ეპიდემილოგიური ვითარების გამო მატჩების გაუქმება, მას 17 იანვარს ჩემპიონთა თასზე უნდა ჰქონოდა დებიუტი და "პარიზ ლა დეფენს არენაზე" ფრანგული "რასინგ 92"-ის და ინგლისური "ჰარლექუინსის" დაპირისპირება უნდა განესაჯა.

ამჯერად, ამაშუკელი 16 საუკეთესო მსაჯს შორის მოხვდა და იქნება პირველი ქართველი, რომელიც ევროთასების პლეი-ოფში იმსაჯებს. ნიკა 2 აპრილს ჩელენჯ თასის 1/8 ფინალურ დაპირისპირებას განსჯის, რომელშიც ერთმანეთს ინგლისური "ლონდონ აირიში" და უელსური "კარდიფ ბლუზი" შეერკინებიან.

ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ თასის 1/8 ფინალურ მატჩებს მეორე დონის ქვეყნებიდან მხოლოდ ამაშუკელი გაუძღვება, ვერ მოხვდა ვერცერთი იტალია მსაჯი, თითო-თითო წარმომადგენელი ეყოლებათ შოტლანდიას და უელსს, ორი ირლანდიას, ხოლო დანარჩენი 11 მსაჯი ინგლისიდან და საფრანგეთიდან არიან წარმომდგენილნი. 

"ასეთ ვიწრო ჯგუფში ყოფნა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში მსაჯობა, მართლაც რომ ღირშესანიშნავი ამბავია. გადავხედე სხვა მერვედფინალური წყვილის მსაჯებს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მათ გვერდით ყოფნა. ინგლისურ-უელსური დაპირისპირება საკმაოდ რთული სამსაჯო იქნება, თუმცა რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ, მით უფრო მატულობს ინტენსივობა და წნეხი. ვემზადები როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, რათა ამ კუთხითაც ვასახელო ჩვენი ქვეყანა და განვამტკიცო ის ნდობა, რაც ქართველი მსაჯების მიმართ დამსახურებულად გაჩნდა", - ციტირებს ამაშუკელის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"