პრო 14-ის ფინალის გამართვის ზუსტი თარიღი ცნობილია

პრო 14-ის ფინალის გამართვის ზუსტი თარიღი ცნობილია

2020/2021 წლების სეზონის პრო 14-ის გამართვის ზუსტი თარიღი ცნობილია. 

ფინალური მატჩი 27 მარტს "ლენსტერის" საშინაო სტადიონზე "RDS არენაზე" თბილისის დროით 20 საათზე გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ფინალში ერთმანეთს სწორედ "ლენსტერი" და მისი უპრინციპულესი მეტოქე "მანსტერი" შეერკინებიან, რომლებმაც "ა" და "ბ" ჯგუფებში დამაჯერებლად ლიდერობენ და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთით ტურით მიუწვდომლები არიან. 

წლევანდელი პრო 14 შეკვეცილი ფორმატით ტარდება, რადგან აპრილში "ცისარტყელას თასი" აიღებს სტარტს, რომელშიც მონაწილეობას ევროპული კლუბების გარდა, ოთხი სამხრეთფრიკული ფრენჩაიზი "შარქსი", "ლაიონსი", "ბულზი" და "სტორმერსი" მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, გრძელი საპლეიოფო სისტემის ნაცვლად, რეგულარული ჩემპიონატის ჯგუფების ლიდერები ერთმანეთს პირდაპირ ფინალში დაუპირისპირდებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"