თემურ ბენდიაშვილი განცხადებას ავრცელებს

თემურ ბენდიაშვილი განცხადებას ავრცელებს

სარაგბო კლუბ "ლოკომოტივის" პრეზიდენტის თემურ ბენდიაშვილის განცხადება:

"სარაგბო კლუბ "ლოკომოტივის", საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პრეზიდენტი და დამფუძნებელი მწვრთნელი, თემურ ბენდიაშვილი და კლუბის დამფუძნებელი წევრები ვემიჯნებით ქართულ რაგბში არსებულ დაპირისპირებას და იმ მდგომარეობას რაც ქართულ რაგბს აყენებს გამოუსწორებელ ზიანს. ჩვენ მხარს ვუჭერთ დღევანდელი ყრილობის მშვიდობიანად ჩატარებას და თანადგომას ვუცხადებთ წარმოდგენელ ერთადერთ კანდიდატს, იოსებ ტყემალაძეს. მიგვაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში ამ ადამიანს შეუძლია განმუხტოს არსებული დაძაბულობა, გააერთიანოს რაგბის ოჯახი და უზრუნველყოს ქართული რაგბის განვითარება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს რაგბის კავშირში შემავალ სხვა კლუბებსაც მხარი დაუჭირონ აღნიშნულ კანდიდატს."

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის განმეორებითი ყრილობა დღეს 13 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)