ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

© Baptiste Fernandez

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

პორტუგალიასთან გასამართი მატჩის 23-კაციან განაცხადში სამი დებიუტანტი იმყოფება: "რასინგ 92"-ის მარჯვენა ბურჯი გია ხარაიშვილი, "ბრივის" მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და ქუთაისის "აიას" მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. სამივე მათგანი მარქაფაში არიან. 

მთლიანობაში რუსეთთან მატჩთან შედარებით, სასტარტო თხუთმეტეულში ათი ცვლილებაა განხორციელებული. შერკინებიდან ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ლაშა ჯაიანმა, ბექა საღინაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ, ხოლო უკანა ხაზიდან - მერაბ შარიქაძემ და მირიან მოდებაძემ.

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა პორტუგალიის წინააღმდეგ ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი


15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა),

შერკინება

1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

მატჩი კვირას თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"