"ამიერიდან ჩემი ოჯახის კარი მისთვის დახურულია" - წიქარას პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება

"ამიერიდან ჩემი ოჯახის კარი მისთვის დახურულია" - წიქარას პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება

„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება

"24 თებერვალს, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს კლუბ „წიქარას“ გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ საინფორმაციო სივრცეში გამოჩნდა ნოდარ ლიპარტელიანი, რომელიც ურცხვად მანიპულირებს ჩემთან ახლო ურთიერთობით და უტიფრად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას „წიქარაზე“ ზეწოლის შესახებ, თუმცა, მას არ დაუმალავს, რომ 24 თებერვალს ნამდვილად მეწვია საავადმყოფოს პალატაში (!) ამით ყველაფერი ნათქვამია! 

კატეგორიულად მოვითხოვ, შეწყვიტოს ნოდარ ლიპარტელიანმა ხსენება კლუბ "წიქარასი", რომელთანაც არასოდეს არაფერი აკავშირებდა (თუ არ ჩავთვლით საგანგებოდ შეთითხნილ მინდობილობას) და თენგიზ გოცირიძისა, რომელთანაც ოდესღაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა! ამიერიდან ჩემი ოჯახის კარი მისთვის დახურულია!"

როგორც იცით, 24 თებერვლის ჩაშლილ ყრილობაზე "წიქარას" ერთ-ერთმა დამფუძნებელელმა ნიკოლოზ წიქარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტ თენგიზ გოცირიძე, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იწვა, ნოდარ ლიპარტელიანი ეწვია და მისი ნების საწინააღმდეგოდ დააწერინა მინდობილობა, რათა კლუბის პოზიციის საპირისპიროდ, იოსებ ტყემალაძისთვის მიეცა ხმა. აღნიშნული ინფორმაცია "ტელეკომპანია მთავარს" სატელეფონო საუბრით იმავე დღეს დაუდასტურა თენგიზ გოცირიძემ, რომელმაც თქვა, რომ მას ნიკოლოზ წიქარიძისთვის სურდა მინდობილობის დაწერა. მოგვიანებით, წიქარიძემ პრესკონფერენციაც გამართა აღნიშნული ფაქტის შესახებ და ტყემალაძეს ღია წერილითაც მიმართა. ზეწოლის ფაქტს თავად ლიპარტელიანი უარყოფს და ტყუილს უწოდებს. 



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო (VIDEO)
ქართველების ანგულემმა კოლომიე ბონუსით დაამარცხა და პრო დ2-ში დარჩენის მიზერული შანსი დაიტოვა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გიორგი ცუცქირიძე ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება
ლეგენდა შინ ბრუნდება - დავით ზირაქაშვილი ჯონო გიბსის სამწვრთნელო შტაბში იქნება