განვლილი დღეების ქართული ამბები საფრანგეთიდან

განვლილი დღეების ქართული ამბები საფრანგეთიდან

ვასილ ლობჟანიძემ "ბრივთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ჰავბექმა ვასილ ლობჟანიძემ "ბრივთან" ხელშეკრულება 2024 წლის ივნისის ბოლომდე გაახანგრძლივა. 

24 წლის ლობჟანიძე "ბრივს" 2016 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 68 მატჩში 6 ლელოს გატანა მოახერხა. ის მეორე სეზონია, რაც ფრანგული კლუბის ძირითადი ცხრიანია. 

"ვასილი ჩვენი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე ითამაშა 70 მაღალი დონის მატჩი და 55 საერთაშორისო შეხვედრა. ის არის მოთამაშე, რომელმაც კარგად იცის როგორ აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები, სიმამაცე და მზაობა "ბრივის" ფერების ქვეშ", - განაცხადა ბრიველთა მთავარმა მწვრთნელმა ჯერემი დევიდსონმა.

ცუცქირიძე 2023 წლამდე

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ "ორიაკთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და პრო დ2-ის კლუბის ღირსებას 2023 წლის ივნისის ბოლომდე დაიცავს.

"ორიაკის" ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ მოხარულნი არიან გიორგისთან ხელშეკრულების გაგრძელებით და ქართველი მორაგბის მიმართ არაერთი საქებარი სიტყვაა მიძღვნილი. ის "ორიაკს" 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ პრო დ2-ში ჩატარებულ 26 მატჩში 4 ლელოს გატანა მოახერხა. ცუცქირიძემ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მძიმე ტრავმა მიიღო და კვლავ სარეაბილიტაციო პროცესს გადის.  

თეთრაშვილი კლუბს შეიცვლის

"ბორჯღალოსანი" გიორგი თეთრაშვილი მიმდინარე სეზონის ბოლოს "აჟენს" დატოვებს. მან აკვიტანიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ მოისურვა და ამის შესახებ, კლუბის ხელმძღვანელობას პარასკევს აუწყა - წერს ფრანგული გამოცემა petitbleu.fr.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის მარცხენა ბურჯი კარიერას "პერპინიანში" განაგრძობს, რომელიც პრო დ2-ში მეორე ადგილზეა და ტოპ 14-ში აღზევების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

თეთრაშვილი "აჟენში" 2014 წელს "ალბიდან" გადავიდა და 92 მატჩში 1 ლელო გაიტანა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"