ოფიციალურად: 6 ერის მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო

ოფიციალურად: 6 ერის მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო

6 ერის მესამე ტურის მატჩი, რომელშიც 28 თებერვალს საფრანგეთის ნაკრებს "სტად დე ფრანსზე" შოტლანდიისთვის უნდა ემასპინძლა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაიდო - აღნიშნული ინფორმაცია ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

გასული კვირიდან მოყოლებული საფრანგეთის ნაკრებში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდებოდა, დღეს ჩატარებულმა ტესტირებამ ვირუსის ახალი შემთხვევები გამოავლინა და "ლე ბლეს" რიგებში ინფიცირებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ყველა მხარის თანხმობით, მატჩის გადადება გადაწყდა.

როგორც ირკვევა, საფრანგეთის ნაკრებს წაგება არ ჩაეთვლება და მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დადგინდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"