"ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ძმაო" - შალვა მამუკაშვილმა ლესტერ ტაიგერსი დატოვა

"ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ძმაო" - შალვა მამუკაშვილმა ლესტერ ტაიგერსი დატოვა

საქართველოს ნაკრების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა "ლესტერ ტაიგერსთან" შეთანხმებას მიაღწია და "ველფორდ როუდს" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების ამოწურვამდე დატოვებს.

ქართველმა მორაგბემ "ლესტერ ტაიგერსთან" კონტრაქტი 2020 წლის მარტში გააფორმა, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლუბს ზაფხულში შეუერთდა. მამუკაშვილმა "ვეფხვების" რიგებში "ბრისტოლ ბეარსის" წინააღმდეგ ითამაშა. 

მამუკაშვილს საქართველოს ნაკრებში 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 5 მატჩი მას შემდეგ ჩაატარა, რაც "ლესტერ ტაიგერსს" შეუერთდა. 

"შალვას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში და მადლობას ვუხდით იმ ძალისხმევისთვის, რაც "ლესტერ ტაიგერსში" ყოფნისას აჩვენა", - განაცხადა "ლესტერ ტაიგერსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბორთვიკმა.

მამუკაშვილის წასვლას გამოეხმაურა კლუბის ფიჯელი ვარსკვლავი ნემანი ნადოლო: "ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ მომავალში ძმაო."

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"