რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა - აღნიშნული ინფორმაცია რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

რაგბის კავშირის განცხადებაში ვკითხულობთ: 2021 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა იოსებ ტყემალაძე, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობა) გაიმართება.
იოსებ ტყემალაძე წარადგინეს:

  1. სარაგბო კლუბი ბათუმი
  2. რაგბის კლუბი აია
  3. სარაგბო კლუბი დინამო
  4. რაგბის კლუბი ლელო
  5. რაგბის კლუბი ს.ტ.უ ყოჩები
  6. ქუთაისის რაგბის კლუბი ბაგრატი
  7. რაგბის კლუბი არესი
  8. ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი – არწივები
  9. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი ტაო
  10. რაგბის კლუბი ყაზბეგი
  11. რაგბის კლუბი კახეთი
  12. სარაგბო კლუბი ფირალები
  13. წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება – დინოზავრი
  14. სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება ჭიათურის რაგბის სპორტული სკოლა
  15. ვანის მუნიციპალიტეტის არასემეწარმოე (არაკომერციული) იურიდიული პირი სარაგბო კლუბი აიეტი
  16. ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება
  17. სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – რაგბის სასპორტო სკოლა – ფოთის კოლხი რაინდები
  18. სპორტული სარაგბო კლუბი იუნკერები
  19. შპს სარაგბო კლუბი პონტო
  20. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი
  21. რაგბის მოყვარულთა კლუბი დევები
  22. ბორჯომის სასპორტო სკოლა
  23. რაგბის კლუბი წიქარა
  24. რაშები
არსებული ინფორმაციით, იოსებ ტყემალაძე ბიზნესმენია და როგორც მედიაში გაიჟღერა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მას აბასთუმნის და წყალტუბოს პროექტები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება რაგბის კუთხით მოღვაწეობას, მორაგბეების დიდი ნაწილისთვის ტყემალაძე უცნობი პიროვნებაა და მის შესახებ, მხოლოდ ახლა გაიგეს. რამდენიმე დღის წინ ასევე გაჟღერდა, რომ ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის მეჯვარეა.  


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"