შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
გუშინ ჩატარებული კოვიდტესტირების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ბანაკში ინფიცირებულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა.
ბოლო ტესტირებამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები კვაჭი ჟულიან მარშანი და უკანახაზელი არტურ ვინსენი არიან. იქამდე კი, კოვიდ 19 ანტუან დუპონს, გაბინ ვილიერს და მოჰამედ აუასს დაუდასტურდათ. გარდა ამისა, დავირუსებულნი არიან მთავარი მწვრთნელი ფაბიენ გალტიე, ასისტენტი უილიამ სერვა და სტაფის კიდევ ერთი წევრი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში არიან და და საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის ახალი განკარგულების თანახმად, შვიდის ნაცვლად ათი დღე მოუწევთ იზოლაციაში ყოფნა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდინფიცირებულების თვითიზოლაციის ვადა შვიდიდან ათ დღემდე გაზრდილიყო, რათა მოხდეს კორონავირუსის ახალი ე.წ. "ბრიტანული შტამის" შეჩერება.
ხუთივე მორაგბე 28 თებერვალს 6 ერის მესამე ტურში შოტლანდიასთან გასამართ საშინაო მატჩს გამოტოვებენ. უკვე ცნობილია იმ 31 მორაგბის ვინაობა, რომლებიც "ნარშავებთან" მატჩისთვის მოემზადებიან.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება
უკანასკნელი რამდენიმე დღის ქართული სიახლე საფრანგეთიდან.