I ლიგა, პირველი ეტაპი დასრულდა: ვინ იბრძოლებს დიდ 10-ში გადასვლისთვის?

I ლიგა, პირველი ეტაპი დასრულდა: ვინ იბრძოლებს დიდ 10-ში გადასვლისთვის?

© ხევის სპორტ-ინფო

დღეს პირველი ლიგის პირველი ეტაპის ბოლო ტურის ხუთი მატჩი გაიმართა, ხოლო "ჭიათურა" - "დევების" შეხვედრა გადაიდო. 

"ა" ჯგუფიდან საჩემპიონო პლეი-ოფში თამაშს "არმია", "ხვამლი" და თელავის "ჭადარი" განაგრძობენ. ბოლო ტურის წინ, მესამე ადგილს "ბაგრატი" იკავებდა, რომელიც "ხვამლისთან" დიდი სხვაობით დამარცხდა, ხოლო "ჭადარმა" "ივერია" ბონუსით დაამარცხა და ქუთაისელებს ქულებით გაუთანაბრდა, ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე კი მესამე ადგილი სწორედ კახელებს დარჩათ. "ბ" ჯგუფიდან დიდი 10-ის საგზურისთვის ბრძოლას "ყაზბეგი", ოზურგეთის "არწივები" და "ტაო" განაგრძობენ. 

საჩემპიონო ექვსეულის გამარჯვებული დიდ 10-ში პირდაპირ გადავა, ხოლო მეორე ადგილოსანი დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მესამე ადგილოსანს ორმატჩიან პლეი-ოფში ეთამაშება და გამარჯვებული 2021/2022 წლების სეზონის დიდ 10-ში იასპარეზებს.

პირველი ლიგის მეორე ეტაპზე ქვედა ექვსეულში ითამაშებენ: "ბაგრატი", "ივერია", "დინამო", "წყალტუბო", "ჭიათურა" და "დევები". რეგიონულ დივიზიონში ქვედა ექვსეულის ხუთი გუნდი დაქვეითდება, ხოლო პირველ ადგილოსანი რეგიონული ლიგის გამარჯვებულს ორმატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდება. შესაბამისად, გაისად პირველი ლიგა კვლავ ათ გუნდამდე შემცირდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"