ოფიციალურად: დენ კარტერმა კარიერა დაასრულა

ოფიციალურად: დენ კარტერმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ახალზელანდიელმა მგეზავმა დენ კარტერმა კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელებში თავად კარტერმა დაპოსტა.

"ბევრად მიფიქრია კარიერის დასრულების შესახებ, თუმცა ამის დრო დღეს მოვიდა. ოფიციალურად მინდა განვაცხადო, რომ დღეს ვტოვებ პროფესიონალურ რაგბის, რომელსაც 32 წელი ვთამაშობდი და დამეხმარა ჩამოვყალიბებულიყავი ისეთ ადამიანად, როგორიც დღეს ვარ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემს თავგადასავალში: გუნდელებს, მოწინააღმდეგეებს, მწვრთნელებს, სპონსორებს და განსაკუთრებით კი, თქვენ - ფანებს.  

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი ოჯახი და მეგობრები, რომლებმაც მხარი დამიჭირეს მთელი კარიერის განმავლობაში. აღფრთოვანებული ვარ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპით და ახალი გამოწვევებით. ვწუხვარ, რომ რაგბის თამაშს თავს ვანებებ, თუმცა ამის დრო სწორად შევარჩიე. რაგბი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი. გმადლობთ", -
განაცხადა ლეგენდარულმა მგეზავმა.

კარტერი, რომელსაც მარტში 39 წელი შეუსრულდება, ახალი ზელანდიის ნაკრებში 2003-2015 წლებში თამაშობდა და 112 მატჩში 1598 ქულა გაიტანა, რაც საერთაშორისო რაგბიში სარეკორდო მაჩვენებელია. ის 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, ხოლო რაგბი ჩემპიონშიპის მოგება ცხრაჯერ მოახერხა. გარდა ამისა, 2005 წლის ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს სერიების გამარჯვებული გახდა, ხოლო საკლუბო დონეზე "კრუსეიდერსის" რიგებში სამჯერ აღმართა სუპერ რაგბის საჩემპიონო ტიტული, ორჯერ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონობა: პირველად 2009 წელს "პერპინიანის" შემადგენლობაში, ხოლო მეორედ 2016 წელს "რასინგ 92"-ის რიგებში, 2018 წელს კი "კობელკო სტილერსთან" ერთად იაპონიის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ჯილდოებს: 2005, 2012 და 2015 წლებში დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ, 2004 და 2005 წლებში დასახელდა ახალი ზელანდიის წლის საუკეთესო მოთამაშედ, 2004 და 2006 წლებში აღიარეს სუპერ რაგბის საუკეთესო მორაგბედ. არის სუპერ რაგბის და საერთაშორისო რაგბის ყველა დროის საუკეთესო მექულე. 2016 წელს რაგბისთვის გაწეული დამსახურებისთვის გახდა ახალი ზელანდიის ღირსების ორდენის მფლობელი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება