ოფიციალურად: პრემიერშიპის 2020/2021 წლების სეზონში დაქვეითება გაუქმდა

ოფიციალურად: პრემიერშიპის 2020/2021 წლების სეზონში დაქვეითება გაუქმდა

ინგლისის რაგბის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერშიპის 2020/2021 წლების სეზონში რომელიმე გუნდის ქვედა დივიზიონში დაქვეითება აღარ მოხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა პანდემიიდან გამოწვეული სირთულებიის გათვალისწინებით. მიმდინარე სეზონში გუნდებში ვირუსის გამოვლენის გამო, უკვე ხუთი შეხვედრა გაუქმდა, ხოლო მათ გუნდებს წაგება ჩაეთვალა. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შესაძლებელი იყო, ამ ფაქტორს დაქვეითებული გუნდისთვის საზიანოდ ემოქმედა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ის ფინანსური სირთულეები, რომელიც კლუბებს ეპიდემიის გამო დაარტყა თავს. 

არ დაიჩაგრებიან არც ჩემპიონშიპის კლუბები და ერთი გუნდი ტრადიციულად გადმოვა ელიტაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელს პრემიერშიპი 13-გუნდიანი იქნება. ინგლისის რაგბის კავშირი ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ითანამშრომლებს პრემიერშიპის სატელევიზიო მაუწყებელთან, კლუბებთან, სპონსორებთან და მორაგბეებთან, რათა დროულად მოხდეს მომდევნო სეზონის კალენდრის განსაზღვრა.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონი 6 მარტს დაიწყება და წლევანდელ სეზონში სახელფასო ჭერის დარღვევის გამო დაქვეითებული "სარასენსი" მიიღებს მონაწილეობას. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"