შაბათს ინგლისის ჩემპიონატში გიორგი კვესელაძის დებიუტი შედგება

შაბათს ინგლისის ჩემპიონატში გიორგი კვესელაძის დებიუტი შედგება

პრემიერშიპის მერვე ტურში "გლოსტერი" გასვლაზე "ლონდონ აირიშს" დაუპირისპირდება.

"გლოსტერის" რიგებში დებიუტი ექნება საქართველოს ნაკრების შუამარბ გიორგი კვესელაძეს, რომელიც ინგლისურ კლუბს დეკემბერში, შემოდგომის ერთა თასზე ნაჩვენები შთამბეჭდავის თამაშის შემდეგ შეუერთდა. როგორც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, გიორგიმ ვარჯიშებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ხვალ "ლონდონ აირიშის" წინააღმდეგ მარქაფიდან დებიუტი ექნება.

23 წლის კვესელაძეს საქართველოს ნაკრების კვართით 28-ჯერ უთამაშია და 5 ლელოს გატანა მოახერხა.

"გლოსტერს" შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 მოგება აქვს და 7 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. ზემოხსენებული მატჩი შაბათს თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"