2021 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაუქმდა

2021 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაუქმდა

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2021 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა. 

სხვადასხვა უცხოურმა გამოცემებმა აღნიშნული ინფორმაცია დაახლოებით ორი კვირის წინ გაავრცელეს. გუშინ კი, როგორც ჩანს, რაგბის კავშირს ოფიციალურად შეატყობინა "მსოფლიო რაგბიმ", რომ ახალგაზრდული პირველობა ზედიზედ მეორედ ჩაიშალა. მიზეზი რასაკვირველია ყველასთვის იოლად მისახვედრია - გლობალური პანდემია. 

რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "მსოფლიო რაგბიმ" ეს გადაწყვეტილება პოტენციურ მასპინძლებთან და ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების რაგბის კავშირებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. გათვალისწინებული იყო როგორც მოთამაშეთა უსაფრთხოების, ასევე ფინანსური ასპექტები.

მოცემულ მომენტში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა თუ შესაძლებელი იქნება, უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს 20-წლამდელთა რეგიონალური ტურნირები.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"