არგენტინის ნაკრების ცხრა ნომერი კარიერას უელსში განაგრძობს

არგენტინის ნაკრების ცხრა ნომერი კარიერას უელსში განაგრძობს

რამდენიმე დღის წინ, "დრაგონსმა" ინგლისური "უოსპსის" 29 წლის მეორეხაზელი უილ როულენდსი დაიმატა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ უელსურმა ფრენჩაიზმა კიდევ ერთი ცნობილი მორაგბე გაიფორმა.

არგენტინის ნაკრების და "ხაგუარესის" ცხრა ნომერი გონსალო ბერტრანუ კარიერას პრო 14-ის "დრაგონსში" განაგრძობს. როგორც იცით, პანდემიის დაწყების შემდეგ სუპერ რაგბი დაიშალა და "ხაგუარესი" მაღალი დონის ტურნირის გარეშე დარჩა ("იაგუარები" სამხრეთ ამერიკის ახალ პროფესიონალურ საკლუბო ტურნირზე ითამაშებენ - ავტ.), ამიტომაც არგენტინული ფრენჩაიზის წამყვანი მოთამაშეები სხვადასხვა წამყვან ჩემპიონატებში გადავიდნენ. 

27 წლის ბერტრანუს "ხაგუარესის" რიგებში სუპერ რაგბიში 44-ჯერ უთამაშია და 7 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო არგენტინის ნაკრებში 26 კეპი მოიხვეჭა და 1 ლელო დადო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"