კოლომიე VS ბიარიცი - პრო დ2-ის მე-18 ტურის გახსნით მატჩში 5 ქართველი ითამაშებს

კოლომიე VS ბიარიცი - პრო დ2-ის მე-18 ტურის გახსნით მატჩში 5 ქართველი ითამაშებს

პრო დ2-ის მე-18 ტურის გახსნით მატჩში "კოლომიე" საკუთარ მოედანზე "ბიარიცს" დაუხვდება.

ამ მატჩში მონაწილეობას ხუთი ქართველი მორაგბე მიიღებს. "კოლომიეს" ძირითად შემადგენლობაში იქნება გამოცდილი მარჯვენა ბურჯი ბექა შეყლაშვილი, ხოლო სტუმარი გუნდის სასტარტო თხუთმეტეულში მარჯვენა ბურჯი გიორგი ნუცუბიძე და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია იქნებიან, ხოლო თადარიგში ასევე ქართველი ბურჯები ლუკა აზარიაშვილი და უშანგი ჭეიშვილი არიან, რომლებიც ბასკების თამაშს შეცვლიდან გააძლიერებენ.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე ჯალაღონია ზედიზედ მესამედაა ძირითად შემადგენლობაში და წინა მატჩში სადებიუტო ლელოს დადებაც მოახერხა.

მატჩი 28 იანვარს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას კანალ + სპორტი განახორციელებს. "ბიარიცი" 50 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "კოლომიე" 44 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"