იტალიის ნაკრების ლეგენდამ საერთაშორისო კარიერა დაასრულა

იტალიის ნაკრების ლეგენდამ საერთაშორისო კარიერა დაასრულა

იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა კვაჭმა ლეონარდო გირალდინიმ საერთაშორისო კარიერა დაასრულა. 36 წლის მორაგბემ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა.

მან 2006-2020 წლებში "აძურის" კვართი 107-ჯერ მოირგო და ნაკრებს 17-ჯერ უკაპიტნა. მან 2007, 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე იასპარეზა, ხოლო 2019 წლის მსოფლიო თასზე განაცხადში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ ტაიფუნ ჰაგიბისის გამო მატჩი გადაიდო და გირალდინის, რომელმაც 2019 წლის მარტში მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და მიუხედავად ამისა, გამოჯანმრთელება და იაპონიაში გამგზავრება მაინც შეძლო. მან უკანასკნელად "აძურის" რიგებში 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე უელსის წინააღმდეგ ითამაშა. 

"ეროვნულ ნაკრებს ემოციებით ვემშვიდობები. ეს რთულია, რადგან ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ მაისურით ვთამაშობდი. მე წარმომადგინე ჩემი ქვეყანა ყველა დონეზე, 16-წლამდელთა ნაკრებიდან ეროვნულ ნაკრებამდე, რომლის რიგებშიც 4-ჯერ ვიყავი მსოფლიო თასის განაცხადში. 

საჭიროა თაობათა ცვლილება, რომელიც უკვე მოხდა გარკვეულ პოზიციებზე. ჩვენ ბევრი საინტერესო და ნიჭიერი მორაგბე გვყავს, რომლებიც ვეტერანების ადგილს იკავებენ. 

2019 წელს საფრანგეთთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ დავბრუნებულიყავი უმაღლეს დონეზე და კიდევ ერთხელე მეთამაშა ნაკრებში. მე მადლობელი ვარ ფრანკო სმიტის, რომელმაც მომცა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მეთამაშა "აძურის" კვართით  და მეთამაშა შემოდგომის ერთა თასზე", -
განაცხადა ლეონარდომ.

გირალდინიმ გასულ წელს "ბორდოს" სამედიცინო ჯოკრის სტატუსით შეუერთდა, ახლა კი უკლუბოდ იმყოფება. მას ჯერჯერობით საკლუბო კარიერა არ დაუსრულებია.

"პატარაზე კარს ღიას ვტოვებ რაგბის კვლავ სათამაშოდ, თუმცა დროა გადავხედო და ვიფიქრო ჩემს სამომავლო პროფესიონალურ საქმიანობაზე და ჩემი ოჯახის მომავალზე", - თქვა იტალიური რაგბის ლეგენდამ. 



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"