ედი ჯონსმა 6 ერისთვის შემადგენლობა დაასახელა და იტალიას ნიჭიერი მორაგბე ააცალა

ედი ჯონსმა 6 ერისთვის შემადგენლობა დაასახელა და იტალიას ნიჭიერი მორაგბე ააცალა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა 6 ერის პირველი ტურის მატჩისთვის 28 მორაგბეს უხმო.

"წითელი ვარდების" განაცხადში სამი დებიუტანტია: "ბრისტოლ ბეარსის" 23 წლის ცხრა ნომერი ჰარი რენდელი, "უოსპსის" 23 წლის შუამარბი/ფრთა პაოლო ოდოგვუ და "ბასის" 26 წლის ბურჯი ბენო ობანო. აღსანიშნავია, რომ ოდოგვუ, რომელიც ინგლისშია დაბადებული და 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები, წარმომავლობა ნიგერიიდან და იტალიიდან აქვს და მისი საკუთარ ნაკრებში ხილვა სწორედ იტალიელებს სურდათ, რაზეც ბოლო პერიოდში ხშირი საუბარი მიმდინარეობდა ბრიტანულ და იტალიურ პრესაში, თუმცა ედი ჯონსმა პაოლოს გამოძახება გადაწყვიტა, 23 წლის მორაგბე კი ამ შეთავაზებას დათანხმდა და იტალიის ნაკრებზე სპეკულაციას წერტილი დაუსვა. ცნობისთვის, ოდოგვუს მიმდინარე პრემიერშიპში ყველაზე მეტჯერ აქვს ხაზი გაჭრილი (12-ჯერ) და ყველაზე მეტი მეტრი აქვს მოგებული (367).

ინგლისელებს ტრავმის შემდეგ უბრუნდებათ ამ მომენტისთვის ყველაზე გამოცდილი მორკინალი ქორთნი ლოუსი, რომლის ანგარიშზეც 85 სანაკრებო კეპია. "წითელ ვარდებს" მოახლოებულ 6 ერზე კვლავ ოუენ ფარელი უკაპიტნებს. 

6 ერის პირველ ტურში ინგლისი "თვიქნემზე" შოტლანდიას უმასპინძლებს. მატჩი 6 თებერვალს თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება. 

 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"