ოფიციალურად: ლაშა მალაღურაძე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

ოფიციალურად: ლაშა მალაღურაძე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების გამოცდილი უკანახაზელი ლაშა მალაღურაძე დიდ 10-ში ითამაშებს.

34 წლის მორაგბე მშობლიურ "ყოჩებს" დაუბრუნდა და მისი დებიუტი დღეს ქუთაისის "აიას" წინააღმდეგ უნდა შემდგარიყო. ლაშა თავდაპირველად "ყოჩების" ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა, თუმცა მატჩის დაწყებამდე, სავარაუდოდ, მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც დღევანდელ მატჩში არ უთამაშია, მაგრამ "ყოჩების" სამატჩო სტაფში მაინც იმყოფებოდა, მოთამაშეებისთვის წყალი სწორედ მას შეჰქონდა მინდორზე და მწვრთნელების დავალებებსაც გადასცემდა. 

მალაღურაძე "ყოჩებში" 2008 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ კი გეზი საფრანგეთისკენ აიღო, სადაც "ბეზიეში" (2008-2011), "რონაში" (2011-2012) და "ბანერეში" (2012-2016) თამაშობდა, ხოლო 2016 წლიდან რუსეთს მიაშურა და "კრასნი იარში" ჩაირიცხა, სადაც 2019 წლამდე ასპარეზობდა, 2020 წლის რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის კი "ვვა-პადმასკოვიეს" რიგებში გაატარა.  

ლაშას საქართველოს ნაკრების კვართით 99-ჯერ უთამაშია და ერთი კეპი აკლია, რათა "ბორჯღალოსნების" მეოთხე ცენტურიონი გახდეს. მას ნაკრებში 5 ლელო და 198 ქულა აქვს გატანილი. უთამაშია 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"