რუსეთის ნაკრები საქართველოში გაძლიერებული სამწვრთნელო შტაბით მოდის

რუსეთის ნაკრები საქართველოში გაძლიერებული სამწვრთნელო შტაბით მოდის

რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "დათვების" სამწვრთნელო შტაბში ამიერიდან ორი მაღალკვალიფიციური მწვრთნელი იმუშავებს. ესენი არიან: 51 წლის შოტლანდიელი კარლ ჰოგი და 40 წლის ბორის სტანკოვიჩი, რომელიც ახალზელანდიაშია დაბადებული, თუმცა ინგლისის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უმუშავია. 

კარლ ჰოგს 1992-1994 წლებში შოტლანდიის ნაკრებში 5-ჯერ უთამაშია, ხოლო სამწვრთნელო ასპარეზზე ისეთი კლუბების მთავარი მწვრთნელი იყო, როგორებიც არიან: ინგლისური "ვუსტერ უორიორსი" (2013-2018) და უელსური "ოსპრისი" (2018-2020). 

ბორის სტანკოვიჩი 2007-2014 წლებში ინგლისურ "ლესტერ ტაიგერსში" თამაშობდა და 119 შეხვედრის ჩატარება მოუწია, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ იმავე კლუბის სამწვრთნელო შტაბში დასაქმდა და 2017-2020 წლებში "ვეფხვების" შერკინებას ავარჯიშებდა. 

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც საქართველო რუსეთს უმასპინძლებს, 7 თებერვალს გაიმართება (რუსეთის რაგბის კავშირმა დაწერა გუშინ - ავტ). ზუსტი დრო და ლოკაცია კი უახლოეს დღეებში უნდა დადასტურდეს. შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ეს მატჩი აქამდე ორჯერ გადაიდო.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"